პოლიტიკა
გაერთიანებული ოპოზიცია: “ოცნებამ” ჯიხაშკარში უბნების დარბევაში ბრალდებული მხეიძე ისევ ჩამოიყვანა
გაერთიანებული ოპოზიციის მტკიცებით, ხელისუფლებამ საარჩევნოდ ჯიხაშკარში ზვიად გამსახურდიას დევნაში მხილებული და 2016 წელს ჯიხაშკარის საარჩევნო უბნების დარბევაში ბრალდებული გია მხეიძე კვლავ ჩამოიყვანა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ნუგზარ წიკლაურმა და ნიკა მაჭუტაძემ უთხრეს. მათი თქმით, გია მხეიძის შესახებ გამსახურდიას საქმეზე შექმნილი საპარლამენტო კომისიის დასკვნაში არაერთი მოწმის ჩვენება არსებობს.

“დღეს გია მხეიძის ჩამოყვანა ზუგდიდში მიუთითებს, რომ ხელისუფლებას მტკიცედ აქვს გადაყვეტილი ძალადობა ადამიანის ნებაზე. მისი აქ ყოფნა მკაფიოდ მიუთითებს, რომ „ქართული ოცნების“ განცხადებები გამსახურდიას პატივისცემაზე სიყალბე და ფარისევლობაა“, - აღნიშნა წიკლაურმა.

მაჭუტაძემ ჟურნალისეტბს წიგნად გამოცემული დასკვნა წარუდგინა, სადაც, მისივე თქმით, მხეიძის გვარი არაერთხელაა მოხსენიებული.

„მხეიძე არის დევნის უშუალო მონაწილე, რომელსაც შედეგად მოჰყვა პირველი პრეზიდენტის, დიდი ალბათობით, ლიკვიდაცია“, -თქვა მაჭუტაძემ.

ოპოზიციის ინფორმაციით, გია მხეიძე მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიაში აქტიურად მონაწილეობს.

2016 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის 79-ე და 108-ე უბნების დარბევის ფაქტზე ბრალდებულ გია მხეიძეს სამწლიანი პირობითი სასჯელი 2017 წლის 4 მაისს შეუფარდეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.