გაერთიანებული ოპოზიციის მტკიცებით, ხელისუფლებამ საარჩევნოდ ჯიხაშკარში ზვიად გამსახურდიას დევნაში მხილებული და 2016 წელს ჯიხაშკარის საარჩევნო უბნების დარბევაში ბრალდებული გია მხეიძე კვლავ ჩამოიყვანა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ნუგზარ წიკლაურმა და ნიკა მაჭუტაძემ უთხრეს. მათი თქმით, გია მხეიძის შესახებ გამსახურდიას საქმეზე შექმნილი საპარლამენტო კომისიის დასკვნაში არაერთი მოწმის ჩვენება არსებობს.
“დღეს გია მხეიძის ჩამოყვანა ზუგდიდში მიუთითებს, რომ ხელისუფლებას მტკიცედ აქვს გადაყვეტილი ძალადობა ადამიანის ნებაზე. მისი აქ ყოფნა მკაფიოდ მიუთითებს, რომ „ქართული ოცნების“ განცხადებები გამსახურდიას პატივისცემაზე სიყალბე და ფარისევლობაა“, - აღნიშნა წიკლაურმა.
მაჭუტაძემ ჟურნალისეტბს წიგნად გამოცემული დასკვნა წარუდგინა, სადაც, მისივე თქმით, მხეიძის გვარი არაერთხელაა მოხსენიებული.
„მხეიძე არის დევნის უშუალო მონაწილე, რომელსაც შედეგად მოჰყვა პირველი პრეზიდენტის, დიდი ალბათობით, ლიკვიდაცია“, -თქვა მაჭუტაძემ.
ოპოზიციის ინფორმაციით, გია მხეიძე მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიაში აქტიურად მონაწილეობს.
2016 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის 79-ე და 108-ე უბნების დარბევის ფაქტზე ბრალდებულ გია მხეიძეს სამწლიანი პირობითი სასჯელი 2017 წლის 4 მაისს
შეუფარდეს.
მასალის გამოყენების პირობები