მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. დაკავებული თანამდებობიდან მისი გათავისუფლების ბრძანებას იუსტიციის მინისტრმა ხელი 2012 წლის 11 ივნისს მოაწერა. გავრცელებული ინფორმაციით, დავით საყვარელიძე მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს და კენჭს კრწანისის რაიონში იყრის. დავით საყვარელიძე მიიჩნევს რომ მისია,რისთვისაც ის მთვარ პროკურატურაში მივიდა,შესრულებულია. „დიდი განსხვავება არ იქნება ჩემი პოლიტიკაში გადასვლით, იმიტომ რომ მთავარი ის კი არა არის, სად იქნება მაღალჩინოსანი, არამედ ის, რომ მან თავისი რესურსი და შესაძლებლობა სათანადოდ გამოიყენოს“. განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრისას. მის პოლიტიკაში წასვლასთან დაკავშირებით კომენტარი პავლე კუბლაშვილმა გააკეთა, მან მედიას განუცხადა, რომ დავით საყვარელიძეს გააჩნია, ის უნარ-ჩვევები, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს გამოადგება.დავით საყვარელიძე მთავარი პროკურორის პირველ მოადგილედ 2009 წლიდან მუშაობდა, 2008-2009 წლებში იყო თბილისის პროკურორი, ხოლო 2007-2008 წლებში შიდა-ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორი.
მასალის გამოყენების პირობები