"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ხელისუფლება თანახმაა, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარდეს.
ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. ივანიშვილი ამბობს, რომ საკითხზე უახლოეს დღეებში კონსულტაციები დაიწყება.
რაც შეეხება აქციის მონაწილეების სხვა მოთხოვნებს, ივანიშვილს ამის შესახებ არ უსაუბრია და არც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
"ქართული ოცნების" ოფისში დილიდან ჯერ პოლიტსაბჭოს წევრები შეიკრიბნენ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები