ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დელეგატების უმრავლესობის გადაწყვეტილებით, რუსეთის დელეგაციას მის შემადგენლობაში დაბრუნების შესაძლებლობა ეძლევა.
რეზოლუციის მიღებას მხარი 118-მა დელეგატმა, წინააღმდეგ წავიდა 62, 10-მა დელეგატმა კი თავი შეიკავა.
გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები ევროსაბჭოს შენობის წინ აპროტესტებენ.
რუსეთის ფედერაციამ 2014 წელს ყირიმის ანექსიისა და უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ხმის უფლება დაკარგა.
მასალის გამოყენების პირობები