საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე არჩილ თალაკვაძე დეპუტატებმა 94 ხმით აირჩიეს. ფარულ კენჭისყრის პროცესში ყოფილი თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძეც მონაწილეობდა.
ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ პლენარულ სხდომათა დარბაზში სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.
მანამდე თალაკვაძემ განაცხადა, რომ ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა პარლამენტში მშვიდი და საქმიანი ვითარება იყოს.
კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები.
მასალის გამოყენების პირობები