ახალი ამბები
ნიკა მელიას დაპატიმრებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას, პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუჩერდა. გადაწყვეტილებას მხარი 91-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი არცერთი წასულა. მათ შორის იყვნენ ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატები მერაბ ქვარაია და ედიშერ თოლორაია.

პლენარულ სხდომათა დარბაზში ენმ-დან მხოლოდ ნიკა მელია იმყოფებოდა, სხდომას არც „ევროპული საქართველოს“ წევრები ესწრებოდნენ, როგორც ოპოზიციონერები ამბობენ, მელიას ინიციატივით.

საპარლამენტო უმრავლესობის ამ გადაწყვეტილებით, პარლამენტი აძლევს თანხმობას პროკურატურას, რომ სასამართლოს ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნით მიმართოს.

გენერალურმა პროკურატურამ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ბრალი სს კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წაუყენა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს. საუბარია 20 ივნისს აქციაზე განვითარებულ მოვლენებზე.

ფოტო: ნეტგაზეთი
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.