პრემიერი-მინისტრი მამუკა ბახტაძე 20-21 ივნისის მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყანას აარიდა მძიმე სცენარი.
მისივე თქმით, შინაგან საქმეთა
მინისტრს, ისევე როგორც მთელ სამინისტროს, მისგან და საზოგადოების ყველა წევრისგან ეკუთვნის მადლობა.
„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ორჯერ მოხდა ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა და ორივე შემთხვევაში ჩვენს საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ შტურმი მიიტანეს საქართველოს პარლამენტზე და ორივე შემთხვევა დასრულდა უმძიმესი შედეგებით ჩვენი ქვეყნისთვის. ამან მოიტანა ავტორიტარიზმი, ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, ძმათა მკვლელი ომი, ეკონომიკური კოლაფსი და სრული ქაოსი ქვეყანაში და ჩვენ დღემდე ვგრძნობთ ამ უმძიმესი მოვლენების შედეგებს. ამის მცდელობა იყო მესამეჯერ. ორივე შემთხვევაში აღმოჩნდა ისე, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არ იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე, კონკრეტულად კი შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვინაიდან ეს იყო მათი მოვალეობა, რომ მაშინ აღეკვეთათ ეს უმძიმეს სცენარი. დღეს არის სხვა მდგომარეობა და შსს-მ შეძლო და აგვაცილა ეს უმძიმესი სცენარი და უმძიმესი გამოცდილება. აქედან გამომდინარე, მინისტრს, ისევე როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩემგან პირადად და საზოგადოების ყველა წევრიდან ეკუთვნის მადლობა დამხარდაჭერ,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერმა აღნიშნა, რომ 20-21 ივნისის მოვლენებისას ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, ვინაიდან სხვა არჩევანი და სხვა გზა არ არსებობდა. ამასთან, ბახტაძემ თქვა, რომ მაქსიმალურად ტრანსფარენტული იქნება გამოძიება, რომელიც სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებას ეხება. ქვეყნის მეთაურმა ასევე დაშავებულ მოქალაქეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რამდენიმე მათგანი საკურნალოდ უცხოეთში
გააგზავნეს.ამავე თემაზე:
ზუგდიდში თბილისის დემონსტრაციების ანალოგიური მოთხოვნებით მესამე აქცია გაიმართა (ფოტო, ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები