ზუგდიდში პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ ცვლილებებს საჯაროდ განიხილავენ
ზუგდიდში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართება. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, შეკვედრა, რომელსაც პარლამენტის
თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უხელმძღვანელებს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში 26 სექტემბერს, 14:00 საათზე გაიმართება.
პარლამენტის 13-წევრიანი კომისია, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, მაჟორიტარულიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხზე იმსჯელებს.
განხილვები თვის ბოლომდე გაგრძელდება, წლის ბოლოსთვის კი პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ახალი ვერსია უნდა დაამტკიცოს.
მასალის გამოყენების პირობები