Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/dakavebaa.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/dakavebaa.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/dakavebaa.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/dakavebaa.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
შს სამინისტრომ ქრთამის აღების ფაქტზე ორი პირი დაააკავა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოავლინეს და ქრთამის აღების ფაქტზე ამხილეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლაგოდეხის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსი ბესიკ მანაგაძე და ქრთამის აღებაში დამხმარე პირი. ამჟამად ორივე მათგანი დაკავებულია. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის 17 ივლისს, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ცვლილება შევიდა საქართველოს "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" კანონში, რომლითაც 2014 წლის 31 დეკემბრამდე შეიზღუდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების რეგისტრაცია უცხოელებზე და საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირებზე, სხვადასხვა ხერხითა და მაქინაციებით, შემდგომში კანონის გვერდით ავლით, მიწის დარეგისტრირების მსურველი უცხოელების დახმარებაში, 2013 წლის 26 ივლისს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლაგოდეხის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსმა ბესიკ მანაგაძემ თანამზრახველთან წინასწარი შეთანხმებით, პირადი გამორჩენის მიზნით, საქართველოში მყოფ ინდოეთის მოქალაქეს საქართველოში მეწარმე სუბიექტად რეგისტრაციაში დახმარების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს 1300 ლარი. სამართალდამცველებმა ორივე მათგანი ფაქტზე დააკავეს. გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო, სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით აწარმოებს, აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით თავისუფლების 6-დან 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.