ამომრჩევლებისათვის მასობრივად და უსასყიდლოდ ათეულ ათასობით სატელიტური ანტენების დარიგებაში ბრალეული პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს კონტოროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის დასკვნის საფუძველზე 150 მილიონი ლარით დაჯარიმება ემუქრება. რეგიონებში მოსახლეობას ანტენები და რესირვერები, ციფრული სიგნალის მიღების მიზნით, სიმბოლურ ფასებში,მრავალწლიანი განვადების პირობით გადაეცათ. მოსახლეობისთვის დარიგებული ანტენები საკაბელო პროვაიდერის „გლობალ TV“-ს საკუთრებას წაროადგენდა. „გლობალ TV“ ერთადერთი საკაბელო კომპანიაა, რომელმაც ივანიშვილის მეუღლის კუთვნილი ტელეკომპანია „მე-9 არხი“ თავის პაკეტში ჩართო.კომპანიის 4 დამფუძნებელს შორის არის კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი,რომელიც კომპანიის 66%-ის მფლობელია.კომპანია გლობალდაკავშირებულ პრობლემებზე დღეს „
თბილისი მერიოტში“ გამართულ ბრიფინგზე GlobalTV-ს მარკეტინგის დირექტორ ზურაბ ბაზლიძის, "სტერეო პლუსის" დამფუძნებელ დავით ზილფიმიანის, "მეცხრე არხის" გენერალური დირექტორის კახა ბექაურის,გლობალ TV-ს ამერიკელი მეწილე ალექსანდრე რონჟესისა და გლობალTV-სა და "მეცხრე არხის" იურისტ-კონსულტანტის ალექსანდრე ბარამიძის ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრეს. როგროც ალექსანდრე როჟესმა ჟურნალისტებს განუცხადა „სასამართლოს დადგენილების შესრულების შემთხვევაში GlobalTV-ს ყველა სატელიტური ანტენის ჩამოხსნა მოუწევს. კომპანია გაკოტრების საფრთხის წინაშეა. მე ამას ვუყურებ, როგორც ბიზნეს პრობლემას. საქართველოში უნდა ხდებოდეს ჩემი, როგორც უცხოელი ინვესტორის წახალისება, რათა მე მეტი ინვესტიცია განვახორციელო. აქ კი სახელმწიფო მედიაში ინვესტირების თვალსაზრისით ყველა ინვესტორს უარყოფით გზავნილს უგზავნის. მე მაღელვებს ქართველი ხალხის მდგომარეობა. მთავრობა არაფერს აკეთებს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად. მთავრობას ურჩევნია, გაანადგუროს კომპანია, ვიდრე მას თავისუფალი მუშაობის საშუალება მისცეს"
"თუ "გლობალ ტვ"-ის სატელიტური ანტენების დემონტაჟი მოუწევს, ეს იქნება ჩვენთვის სერიოზული დანაკლისი, რადგან ის დღეისთვის ერთადერთი საკაბელო ოპერატორია, რომელმაც "მე-9 არხი" თავის პაკეტში ჩართო", - აღნიშნა კახა ბექაურმა.
ჩვენ ნებისმიერ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ და განცხადებებით სხვადასხვა სახელმწიფოების შესაბამის უწყებებს, ევროკავშირის, ევროსაბჭოს, ეუთო-ს შესაბამის ორგანოებსა და აშშ-ის მთავრობასაც მივმართავთ და მიმდინარე უხეში დარღვევების შესახებ საქმის კურსში ჩავაყენებთ. განაცხადა იურისტმა ალექსადრე ბარამიძემ.
მასალის გამოყენების პირობები