ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ მოუწოდებს, რომ ინვესტორების მოძიებაზე უფრო აქტიურად გააგრძელონ მუშაობა.
ამის შესახებ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ ისაუბრა, რითაც კონსორციუმის გენერალური დირექტორის განცხადებას უპასუხა, სადაც ლევან ახვლედიანი საუბრობდა, რომ იმ შემთხვევაში თუ არბიტრაჟში გადავა დავა, სახელმწიფო სხვა ინვესტორებს ვერ შემოიყვანს.
ცქიტიშვილის თქმით, სჯობს, კონსორციუმმა ღია საკითხები მოაგვაროს.
მიმდინარე წლის ბოლომდე ანაკლიის განვითარების კონსორციუმს დაფინანსების ნაწილში შესასრულებელი რჩება შემდეგი ვალდებულებები: შეთანხმება პოტენციურ ინვესტორებთან,
საერთაშორისო ბანკებთან, ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარდგენა და პირველი ფაზის ტერმინალის ოპერატორთან და პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოების კონტრაქტორთან ხელშეკრულების გაფორმება.
მასალის გამოყენების პირობები