პოლიტიკა
რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს საქმის ბოლო მოსმენა დღეს გაიმართება
სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს საქმის ბოლო მოსმენა დღეს გაიმართება. არსებული ინფორმაციით, დღევანდელი მოსმენით საქმეზე პროცედურული და შინაარსობრივი მუშაობა დასრულდება, სტრასბურგის სასამართლო კი გადაწყვეტილებას რამდენიმე თვეში გამოაცხადებს. "ჩვენი დავის მთავარი ხაზი არის ის, რომ რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა დადგეს ეთნიკური ნიშნით ქართველების დევნისა და მათი დეპორტაციისთვის, ასევე ამ პროცესში ადამიანის უფლებების დარღვევისთვის. გარდა ამისა, ვითხოვთ ყველა იმ პირის მიმართ კომპენსაციის გადახდას, რომელმაც რუსეთის ასეთი პოლიტიკის გამო ზიანი განიცადა", - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანმა. აღსანიშნავია, რომ საბოლოო განხილვის დაწყებამდე ქართული დელეგაციის წევრები ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის პრეზიდენტს პირისპირ შეხვდებიან. საქართველოს მიერ მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ სარჩელი 2006 წელს რუსეთიდან ქართველების უკანონო დეპორტაციას ეხება. ქართულმა მხარემ სტრასბურგის სასამართლოს 2007 წელს მიმართა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.