საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის მიერ თენგიზ გუნავას შეწყალების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტი თავის უფლებამოსილებას აჭარბებს.
`გუნავასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით სააკაშვილმა დაადასტურა, რომ მომეტებული საფრთხის წყაროა. მიხეილ სააკაშვილს კონსტიტუცია, კანონი რაღაც უფლებებს აძლევს და ის ვერასოდეს ვერ ეტეოდა თავის უფლებებში და ახლაც ამის დემონსტრირებას ახდენს. სამი თვე კიდევ უნდა ავიტანოთ, მერე დალაგდება ყველაფერი,`- განაცხადა უსუფაშვილმა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი თენგიზ გუნავა, რომელსაც სასამართლომ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა.
მასალის გამოყენების პირობები