თენგიზ გუნავა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ურჩევს დაინტერესედეს იმ ფორმით რა ფორმითაც მოხდა მისი დაკავება და რა მდგომარეობაშიც იმყოფებოდა მთელი იმ დროის განმავლობაში რაც გამოძიება მიმდინაროებდა. "უმჯობესი იქნებოდა საია დაინტერესებულიყო იმით რაც მე გამოვიარე, განვლილი პერიოდი, ნარკოტიკების ჩადებასთან, იარაღის ჩადებასთან დაკავშირებით, ეს არის პოლიტიკური დევნა და უმჯობესია ამით დაინტერესდნენ" განაცხადა თენგიზ გუნავამ "პირველი რადიოს" პრეს კლუბში გამართულ ბრიფინგზე. გუნავა მისი თანამდებობაზე აღდგენის საკითხსაც გამოეხმაურა და განაცხადა რომ დარჩენილია პროცედურული საკითხები და ის რამდენიმე დღეში ოფიციალურად შეუდგება სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორის პოსტზე მუშაობას. " მე ვაგრძელებ პოლიტიკურ მოღვაწეობას, ერთი წამითც არ მიფიქრია არ გამეგრძელებინა, პირიქით გაორმაგებულად- რაც არ უნდა გააგრძელოს ხელისუფლებამ მსგავსი აქციები, ჩვენი დაშინება არ გამოუვა"- განაცხადა გუნავამ. თენგიზ გუნავამ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს გვერდში დგომისთვის.
მასალის გამოყენების პირობები