Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/1275492639saakasvili20.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/1275492639saakasvili20.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/1275492639saakasvili20.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/1275492639saakasvili20.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ნაციონალურ მოძრაობას
მიმართვა ქვეყნის პირველმა პირმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა. რადიო "ათინათი" მიმართვას უცვლელად გთავაზობთ. ჩემო თანამებრძოლებო, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებო, წევრებო და მხარდამჭერებო, ჩემო თანამოქალაქეებო, მინდა, მთელი გულით მივულოცო დავით ბაქრაძეს "ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერებში გამარჯვება და საქართველოს პრეზიდენტის არჩვნებზე ნაციონალური მოძრაობის კანდიდატად დასახელება. დავით ბაქრაძე ჩვენი გუნდის წევრი და დიდი ხნის თანამებრძოლია, ის ნამდვილად ღირსეულიკანდიდატია და მინდა, სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო მას. ახლა მთავარია, ყველანი დავირაზმოთ ჩვენი საერთო კანდიდატის გარშემო და საზოგადოების თითოეულ წევრამდე მივიტანოთ ჩვენი სათქმელი. ამავდროულად, მინდა მოგმართოთ და, პირველ რიგში, გითხრათ, თუ როგორ ვამაყობ თქვენით. ჩვენ ერთად შევქმენით ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ეპოქას საქართველოს ისტორიაში. მთელი რეგიონი და, გადაჭარბების გარეშე, დანარჩენი მსოფლიოც შესცქეროდა ვარდების რევოლუციას და განსაკუთრებით იმას, თუ რისი გაკეთება შეძლო საქართველომ რევოლუციის შედეგად. ჩვენ შევქმენით პოსტსაბჭოთა სივრცის ყველაზე დინამიური, ინოვაციური, გაბედულიდა სამაგალითო სახელმწიფო თავისი მიღწევებითა და შეცდომებით,დიდი წინსვლითა და პერიოდული უკანდახევებით. ჩვენ ასევე პირველად შევქმენით პოლიტიკური ძალა, რომელიც არ ეყრდნობა მხოლოდ ცალკეულ ლიდერს, ან ლიდერებს, არამედ უფრო მეტად - თითოეულ წევრს, საზოგადოებაში თითოეულ მხარდამჭერს, პარტია არ ეკუთვნითცალკეულ ლიდერებს, არამედ გეკუთვნით თქვენ და, რაც მთავარია, ეფუძნება არა პიროვნულ ამბიციებს,არამედ ჩვენს დიდ მიზანს, შევქმნათ ახალი, ძლიერ წარმატებული სახელმწიფო, რომლის მთავარიიდეაა თავისუფლება, დემოკრატია, არაკორუმპირებულობა და განვითარება, რომელიც ეფუძნებაარა ნეპოტიზმს, კლანურ ან ვიწრო პარტიულ ინტერესებს, არამედ მერიტოკრატიას, ე.ი. ადამიანებისწარმატებულობასა და წინსვლას მათი შრომისმოყვარეობისა და ნიჭის ნიშნით. სწორედ ამიტომ, ჩვენ შევძელითდა იმ პირობებში, როცა პარტიის გენერალური მდივანი უსამართლოდაა დაპატიმრებული, როცა ათასობით აქტივისტი სამართლებრივი დევნისა და შევიწროების პირობებში იმყოფება, როცაჩვენ ყოველ წუთს დაუმსახურებლად გვესვრიან ტალახს პრესით და ტელევიზიით, მაინც შევინარჩუნეთ ერთობა და არ ვუღალატეთ ჩვენს იდეებს. ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ეს არის ძველი კორუმპირებული ელიტის მიერ ვარდების რევოლუციის წინააღმდეგ აღვირახსნილი რევანშის მცდელობა და ეს, როგორც ყველა რევანშიზმი და ყველა წარსულზე ორიენტირებული მცდელობა, ისტორიულად განწირულია მარცხისთვის. ჩვენ ეს ვიცით, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მათ მარცხს გულხელდაკრეფილნი უნდა დაველოდოთ. აუცილებელია მოქმედება დაცვლილებები. როგორც ამ მოქმედების ნაწილი, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მცირე ნაწილმა ჩვენი პირველადი თანამებრძოლებისა დაივიწყა ის იდეალები, რომლისთვისაც ვიბრძოდით და თავისი პირადი კეთილდღეობა და ამბიცია უფრო მაღლა დააყენა. ამ ხალხისგან ბოლომდე უნდა გავთავისუფლდეთ. ვარდების რევოლუციის შემდგომ ბევრი ჩვეულებრივი კარიერისტიც მოგვეტმასნა,რომელთა ჩამოშორება მხოლოდ დადებითი პროცესია. ამავე დროს, განსაკუთრებით ბოლო წლებში, პარტიას დაეტყო ბიუროკრატიული დახავსების ნიშნები, სათანადოდ არ წარმოებდა ჯანსაღი დებატები, რამაც საბოლოო ჯამში ჩვენი პოლიტიკური იმუნიტეტი შეასუსტა გარე მტრისა თუ  შიდა მოწინააღმდეგეთა უპრეცედენტო, ზოგ შემთხვევაში კი, ერთმანეთთან კოორდინირებული გააფთრებული შემოტევების მიმართ. ამიტომ, ახლა კრიტიკული ანალიზისა და გაჯანსაღების აუცილებელ ეტაპს გავდივართ, რაც ნიშნავს, რომ ჩვენც უნდა შევიცვალოთ, უკეთესები უნდა გავხდეთ, არ დავივიწყოთ მთავარი პრინციპები და, ამავდროულად, ბევრად უფრო საღი, დემოკრატიული, გახსნილი ორგანიზაცია შევქმნათ. პრაიმერების მიმდინარეობამ, მათში პარტიის წევრების დიდმა აქტიურობამ კარგად დაგვანახა სწორი გზა. საჭიროა კიდევ უფრო მეტი გახსნილობა, მეტი დებატები, მეტი განათლებული, პატრიოტი, აქტიური და გონიერიადამიანის შემოკრება და ენერგიული სვლა საერთო ნაციონალური კონსენსუსისა და შეუქცევადი განვითარებისაკენ, საზოგადებისა და სახელმწიფოს ძლიერებისაკენ. ამიტომ, გთავაზობთ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ გადადგას კიდევ ერთი უპრეცედენტო ნაბიჯი საქართველოს ისტორიაში. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი პარტია, რომელიც ერთის მხრივ იდეების გენერატორი იქნება, მეორეს მხრივ კი - ამ იდეებს ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის საგნად აქცევს. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მიზანი, რომელიც ჩვენი ხალხის შეგნებული თანადგომის გარეშე მიუღწეველია. ჩვენ უნდა დავეყრდნოთ ჩვენი თანამოქალაქეების ნიჭიერებას, პატრიოტიზმს, ინოვაციის უნარსა და ენთუზიაზმს. ნაციონალური მოძრაობა უნდა გახდეს კიდევ უფრო გახსნილი და დემოკრატიული პარტია, ვიდრე ეს ოდესმე გვინახავს, ის არაპარტიული გაგებითაც ნამდვილ ნაციონალურ მოძრაობად უნდა გადაიქცეს! პირადად ჩემი ამბიცია დღესაც იგივეა, რაც ოდესმე ყოფილა - გავაკეთო ყველაფერი ჩვენი სამშობლოს წინსვლისა და განვითარებისათვის! მე ვიმედოვნებ, დღეის შემდეგაც ვიქნები არამარტო ლიდერი ნაციონალურიმო ძრაობისა, არამედ - ერთი თქვენთაგანი და თანასწორი თანასწორთა შორის. მე მთელი ჩემი არსებით მესმის ამ სიტყვების შინაარსი და მთელი ჩემი არსებით ვიცი ამ შინაარსის ძალა! თქვენ ნახავთ, მთელი ქვეყანა დაინახავს და შეიგრძნობს, რომ ეს არ არის მხოლოდ სიტყვები,და უპირველესად ჩვენი პარტია იგრძნობს ამას თავის თავზე! კიდევ ერთხელ ვიტყვი, ნაციონალური მოძრაობა იყო და იქნება არა მარტო იდეების გენერატორი, არამედ - ხიდი ამ იდეებსა და საზოგადოებას შორის! ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მინდა, რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე შემოგთავაზოთ. პირველ რიგში, პრაიმერიზის დამასში პარტიის წევრების აქტიური ჩართულობის პოზიტიური გამოცდილების გათვალისწინებით,მოგიწოდებთ, რომ პარტიული სტრუქტურის ყველა დონეზე შეჯიბრებითობა და არჩევნები სტანდარტულდა საყოველთაო პრინციპად იქცეს. უარი ვთქვათ იერარქიულობაზე ყველგან, ეს იქნება ადგილობრივი პარტიული სტრუქტურები თუ -მთლიანად პარტიის მმართველი რგოლი. ჩვენი რეგისტრირებული წევრების მინიმუმ 10 პროცენტს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ ნებისმიერ დროს მოიწვიოს პარტიის ყრილობა. პარტიის თავმჯდომარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ფუნქციის მიუხედავად, ყველა ძირითადი მიმდინარე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პარტიის მუდმივ მოქმედმა პოლიტიკურმა საბჭომ, რომლის ყოველდღიურ მუშაობას საბჭოს თავმჯდომარე წარუძღვება. საბჭოს შემადგენლობის ნახევარზემეტი ახალი, ახალი ენერგიით აღსავსე ლიდერებით უნდა დაკომპლექტდეს. ასევე, შემოვიღოთ აღმასრულებელიმდივნის თანამდებობა, რათა პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებები სათანადოდგანხორციელდეს. ამგვარად,შევქმნათ ისეთი სტრუქტურა,სადაც ყველა ძირითადი გადაწყვეტილება მიღებული იქნება კოლექტიურად, ხმის უმრავლესობითდა, რომელიც მოიზიდავს ყველას, ვისაც პოლიტიკური აქტივობისკენ გული მიუწევს, ეთანხმება ნაციონალური მოძრაობის ძირითადპოსტულატებს და გრძნობს, რომ აქვს უნარი და ენერგია, რომ რაციონალურ, აქტიურ დებატებშიჩაებას და საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის მომავლის შენებაში. მთავარი იქნება ის, რომ ყველა დონის თანამდებობაზე, იქნება ეს შიდა პარტიული თუ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების თანამდებობები,  კანდიდატები უნდა განისაზღვრო ნარჩევნების გზით. ასე მოხდა პრეზიდენტის კანდიდატურაზე და წესდებით იგივე უნდა დაკანონდეს მერების,დეპუტატებისა და პრემიერ-მინისტრის კანდიდატურების დასახელებისას. პარტიის სტრუქტურის ჰორიზონტალურიხასიათი არამარტო ახალი წევრებით გაამდიდრებს ჩვენს პარტიას, არამედ - ფაქტიურად აზრსდაუკარგავს ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლას. მაგალითად, თუ დღეს საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელსიმედი აქვს, რომ ცალკეული ლიდერების განეიტრალებით მოგვსპობს, ხვალ ისიც და ბევრი სხვაცმიხვდება, რომ ამ ბრძოლას საბოლოოდ ეკარგება აზრი; თუ, რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებას,თავისივე მრავალგზის საჯაროდ განცხადებული პოზიციით, ჩემი, როგორც მინიმუმ, სამართლებრივი, პოლიტიკური და მორალური განადგურება საკუთარი პრობლემებისგადაჭრის გზად მიაჩნია, ხვალ ისინიც მიხვდებიან, რომ სინამდვილეში საქმე აქვთ არა მხოლოდჩემთან, არამედ - ჩემს თანამოაზრეებთან, ჩვენს თანამოაზრეებთან, მთელ პარტიასთან დამთელ ერთან, მიხვდებიან, რომ ისინი დიდ ცეცხლს ეთამაშებიან და უკან უნდა დაიხიონ, ამცეცხლს ქმნადობის ენერგიად გადაქცევაში ხელი არ შეუშალონ, დამორჩილდნენ იმ აზრს და იმ რეალობას,რომ საქართველო არის, იყო და იქნება თავისუფალი ხალხის თავისუფალი სახელმწიფო, მშვიდობის,აღმშენებლობის, პროგრესის, შემწყნარებლობისა და სიკეთის გზაზე მდგარი საზოგადოებისციხე-სიმაგრე, რომელსაც ამიერიდან ვეღარც შიდა და ვეღარც გარე მტერი დაანგრევს! ერთიანი ნაციონალური მოძრაობისახალი ენერგიით დაბრუნების პროცესი უკვე დაწყებულია და, ჩვენ ერთად, ამ პროცესის ბოლომდეწარმატებით მიყვანას აუცილებლად შევძლებთ. ამ წლების განმავლობაში ბევრირამ ვისწავლეთ, ბევრი ბრძოლა და ომი გამოვიარეთ, შეცდომებიც დავუშვით, მაგრამ ბევრიდიდი წარმატებაც ვნახეთ. დღეს ჩვენ ყველანი მზად ვართ, რომ ახალი ენერგიით, ახალი შემართებითმივმართოთ ჩვენს ხალხს და ვუთხრათ: ჩვენ ჩვენი სამშობლოს მებრძოლი შვილები ვართ, ჩვენი სამშობლოსადმი, ჩვენი ხალხისადმი უზომო სიყვარულით აღსავსე შვილები! ჩვენ ვიბრძოლებთ და სამშვიდობოს გავალთ იმ რწმენით, რომ ვართ ისტორიის სწორ მხარეს,და რომ ამას ვაკეთებთ არა საკუთარი თავისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი შვილებისსაერთო მომავლისთვის. რწმენით, რომ სიკეთე საბოლოო ჯამში აუცილებლად დაამარცხებს ბოროტებასდა სიბნელე უძლური აღმოჩნდდება სინათლესთან. წარსული და რეგრესი, მიუხედავად ყველამცდელობისა, ვერ ჩაანაცვლებს მომავალს და პროგრესს! ჩვენ პოლიტიკაში იმისთვის ვართ, რომ აზრი საქმედ ვაქციოთ და ამიტომ საქმიანად უნდა მივუდგეთ ყველა წამოწყებას. გთავაზობთ, დავგეგმოთ ნაციონალური მოძრაობის ყრილობა სექტემბერში, შევჯერდეთ თარიღზე და ყველა ის პრინციპული ცვლილება, რაზეც ზემოთ ვისაუბრე, ავსახოთ პარტიის ახალ წესდებასა და სტრუქტურაზე. ძალიან ბევრი გავაკეთეთ და გაცილებით მეტი გასაკეთებელი დაგვრჩა, ამიტომ ახალ პროგრამაში უნდა გავწეროთ შემდეგი ეტაპის მთავარი საპროგრამო მიზნები. ჩვენი მოძრაობა ფენიქსივით აღდგენის პროცესშია და ჩვენ ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ეს საქმე, რასაც საქართველოს დამოუკიდებლობა, მთლიანობა და ჩვენი ხალხის თავისუფლება ქვია! მიხეილ სააკაშვილი  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.