პატიმართა ოჯახის წევრების განცხადებით, მსჯავრდებულები საქმეების გადახედვას და იმ დაპირებების შესრულებას ითხოვენ რომლებიც მათ ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ მისცა.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ორმა პატიმარმა პროტესტის ნიშნათ პირი ამოიკერა. მსჯავრდებულთა ოჯახის წევრები დღეს იუსტიციის სამინისტორსთან აქციის გამართვასაც გეგმავენ.
პატიმრები საქმეების გადახედვის გარდა ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის უფრო ეფექტურ მუშაობას ითხოვენ, ასევე მათი თქმით სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შეკრებითობის პრინციპის გაუქმება მათზე არ ასახულა.
ქსნის კოლონიაში პატიმართა პროტესტსთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების სამინისტროში ჯერჯერობიტ კომენტარს არ აკეთებენ.
მასალის გამოყენების პირობები