Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/dimaaaa.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/dimaaaa.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/dimaaaa.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/dimaaaa.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
მედვედევი: მე არ მიმიცია თბილისში შესვლის, პოლიტიკური რეჟიმის შეცვლის და სააკაშვილის დასჯის ბრძანება იმიტომ, რომ ჩვენ არ ვებრძოდით ქართველ ხალხს
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა Russia Today–სთან ინტერვიუში რუსეთ საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთი მზად არის საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს იმ პირობით, თუ საქართველო 2008 წლის აგვისტოში მომხდარ ფაქტს აღიარებს. "მე შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციას არ გაუწყვეტია საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები. ჩვენ მზად ვართ მის აღსადგენად გარკვეული პირობების შემთხვევაში. ეს მარტივია - აღიარება იმ ფაქტის, რაც მოხდა. შესაძლოა ეს პროცესი წავიდეს აკურატული, რთული გზით, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ წარსულში დაბრუნება არ მოხდება. ამით ბოლო წლებში ყველაზე სამწუხარო ფურცელი ჩვენ ურთიერთობებში გადაიშლება და წავა მიხეილ სააკაშვილის და რამდენიმე პირის პოლიტიკური არენიდან გაქრობასთან ერთად",-განაცხადა მედვედევმა. რუსეთის პრემიერის განცხადებით, დღეს უკვე სხვა ვითარებაა და საქართველოს ახალ ხელისუფლებას გაცილებით პრაგმატული პოზიცია უჭირავს. "ჩვენ ამას მივესალმებით", - განაცხადა მედვედევმა. მან აგვისტოს მოვლენების დროს აშშ-ს პოზიციაზეც გაამხვილა ყურადღება და აღნშნა, რომ აღნიშნულ კონფლიქტში აშშ-მ "ორმაგი პოზიცია" დაიკავა, რაც სავარაუდოდ, დიდი იმედგაცრუება იყო საქართველოში "ზოგიერთი ჭკუის კოლოფისთვის". მედვედევის აზრით, ამერიკის შეერთებული შტატების ნებისმიერ პრეზიდენტს კარგად ესმის, რომ რუსეთთან კონფლიქტი არ შეიძლება. "იქ იყვნენ ცხელი თავები, ჩვენთვის ეს ცნობილია, მაგრამ ვფიქრობ, იყო ცივი განხილვები, რომ ამას შეიძლება სერიოზული კონფლიქტი მოჰყოლოდა. ეს კი არავის არ სჭირდება", -განაცხადა მედვედევმა. რუსეთის პრემიერი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კონფლიქტის შედეგად რუსეთმა მოახერხა, არ მოსვლოდა უკმაყოფილება მთელ სამყაროსთან, რაც, მისი თქმით, რუსეთისთვის უკიდურესად არამომგებიანი იქნებოდა. "რუსეთს რომ არაპროპორციული ძალა გამოეყენებინა, ან პირიქით, საერთოდ არ გამოეყენებინა, ყველაფერი შესაძლოა სხვანაირად ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მოქალაქეების და სამშვიდოებოების წინააღმდეგ აგრესია განხორციელდა, 5 დღეში აღვკვეთეთ ეს კონფლიქტი. მკაცრად, მაგრამ, ჩემი აზრით, სამართლიანად"-განაცხადა მედვედევმა. მისივე თქმით, იმის მიზეზი, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის გამო საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღემდე არ დასჯილა, საერთაშორისო ინსტიტუტების. " რას ვიზამთ, საბოლოო განაჩენს ისტორია გამოიტანს. რაც შეეხება პოლიტიკურ განაჩენს, იმ გადაწყვეტილებების გამო, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა მიიღო, ქართველმა ხალხმა უკვე გამოუტანა. სააკაშვილის პოლიტიკურმა ძალამ 2012 წლის არჩევნებში კრახი განიცადა",-განაცხადა მედვედევმა. მედევდევი, რომელიც 2008 წელს პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ არ შეეძლო არ ჩარეულიყო სამხრეთ ოსეთის კონფლიქტში, რადგან ამით უგულებელყოფდა თავისი ქვეყნის მოქალაქეების და ნაციონალურ ინტერესებს. მედევედევი ირწმუნება, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიზანი არ იყო მიხეილ სააკაშვილის დამხობა ან დასჯა, არამედ რუსეთის მიზანი იყო "კავკასიაში მშვიდობის დასამყარებელი ოპერაცია" ჩაეტარებინა. მისივე თქმით, სააკაშვილის ბედი ქართველ ხალხს უნდა გადაეწყვიტა და არა რუსეთს. "ჩვენი მიზანი არ ყოფილა რეჟიმის შეცვლა, მიუხედავად იმისა, რომ ბატონი სააკაშვილი გასაგები მიზეზების გამო ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის აბსოლუტურად მიუღებელი პიროვნებაა. მე მას სამხედრო დამნაშავედ მივიჩნევ, თუმცა, ჩვენ ვთვლიდით და ვთვლით, რომ ხალხმა უნდა გაარკვიოს ურთიერთობები თავის ხელმძღვანელობასთან. მე არასდროს არ მიმიცია თბილისში შესვლის, პოლიტიკური რეჟიმის შეცვლის და სააკაშვილის დასჯის ბრძანება იმიტომ, რომ ჩვენ არ ვებრძოდით ქართველ ხალხს",-განაცხადა მედვედევმა. მან კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ქართული მხარე ცხინვალზე თავდასხმაში და აღნიშნა, რომ მხოლოდ ამ თავდასხმის შემდეგ მიიღო რუსეთმა გადაწყვეტილება, დაეწყო სამხედრო ოპერაცია. "ბოლოს კი ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, გვეღიარებინა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა",-განაცხადა მედვედევმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.