ზესტაფონის მოსახლეობა კახა ბენდუქიძეს უპირისპირდება. მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაცია "ზესტაფონის სამოქალაქო დარბაზის" წევრებმა დღეს ეკონომიკის ყოფილი მინისტრის კახა ბენდუქიძის წინააღმდეგ გამაფრთხილებელი აქცია გამართეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია წევრების განცხადებით, ზესტაფონში, სოფელ საქარაში არსებული ღვინის ენოთეკიდან ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა კახა ბენდუქიძემ 17 000 ღვინის ბოთლი შეიძინა და რაიონიდან გატანას გეგმავს.
„ღვინის ბოთლები ბენდუქიძემ 19 თეთრად შეიძინა, როცა რეალურად მისი ღირებულება ათასობით დოლარია. ჩვენ ყველას მივმართავთ, ვისაც ჩვენი დახმარება შეუძლია. ღვინის ენოთეკა უნიკალურია და მისი გასხვისება არ უნდა მოხდეს. გული გვწყდება, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან არავინ ჩამოვიდა. არადა იმხელა ხელფასები აქვთ,"- ამბობს ექსპერტი ნაზი ცქიტიშვილი.
სოფელ საქარაში არსებული მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო ცენტრი 130 წლისაა და მასში ჩამოსხმული ღვინის პირველი ბოთლი 1905 წლით თარიღდება. 2011 წელს პრემიერ ნიკა გილაურის ბრძანებით საქარიას საცდელი სადგური აგრარულ უნივერსიტეტს შეუერთდა. ორგანიზაციის წევრების განცხადებით, ცენტრის გასხვისება აქედან მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები