პოლიტიკა
საგარეო უწყება რუსეთში ქართველთა დევნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ფედერაციაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შესახებ განცხადება გაავრცელა. „რუსეთის ფედერაციაში დაწყებულია ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების მორიგი სერიოზული ტალღა. მასობრივად მიმდინარეობს ოპოზიციის წარმომადგენელთა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების სახლებისა და ოფისების ჩხრეკა, დაპატიმრებები, ფიზიკური ანგარიშსწორება და მათი საქმიანობის შეზღუდვა სხვადასხვა ძალადობრივი მეთოდებით“ - ნათქვამია განცხადებაში. „ამ კონტექსტში უნდა იყოს განხილული საქართველოს მოქალაქეების დევნის მორიგი კამპანია, რის დაწყებასაც მოწმობს რუსეთის ფედერაციის მიგრაციის ფედერალური სამსახურის უფროსის კონსტანტინე რომოდანოვსკის მიერ 2012 წლის 13 ივნისს გაკეთებული განცხადება. აღსანიშნავია, რომ მის გამონათქვამებს რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა უკვე უწოდეს „ქართველებზე ნადირობის გამოცხადება“ - აღნიშნავს საგარეო უწყება. „ნიშნადობლივია, რომ კონსტანტინე რომოდანოვსკი მთლიანად ამართლებს 2006 წელს საქართველოს მოქალაქეებისა და ეთნიკური ქართველების დევნისა და დეპორტაციის პროცესში რუსეთის ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევბს, არაადამიანურ მოპყრობას, წამებას და საერთოდ არ ახსენებს იმ ადამიანებს, რომლებიც იმსხვერპლა ეთნიკური დევნის კამპანიამ. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ეთნიკური შეუწყნარებლობის ფაქტებს მომდევნო წლებშიც მასობრივი ხასიათი ჰქონდა, რის სამწუხარო მაგალითსაც წარმოადგენს ეთნიკურად ქართველი რუსეთის მოქალაქის მამუკა კახიშვილის სასტიკი მკვლელობა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ქ. სამარაში 2011 წლის 10 ნოემბერს. აქვე გვინდა გავიხსენოთ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2011 წლის 28 დეკემბრის მოხსენება სათაურით „ადამიანის უფლებების სიტუაციასთან დაკავშირებით მსოფლიოს რიგ ქვეყნებში“, რომელიც იმთავითვე კომიკურად გამოიყურებოდა, ხოლო დღეისათვის, რუსეთში მიმდინარე ადამიანის უფლებების მასობრივი და უხეში დარღვევების ფონზე, საქართველოს მოქალაქეებისა და ეთნიკური ქართველების დევნის მორიგი კამპანია კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის კრემლის დამოკიდებულებას ადამიანის უფლებების მიმართ“ - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.