"ინტერფაქსის" ცნობით, ამის მიუხედავად, "ლევადა ცენტრის" ბოლო გამოკითხვების შედეგად, რუსეთის მოქალაქეთა მეათედზე ნაკლები მიიჩნევს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიებად უნდა დარჩეს.
გამოკითხვის თანახმად, რუსეთის მოქალაქეთა 48 % საქართველოსადმი დადებითად არის განწყობილი, გამოკითხულთა 40 %-ში კი საქართველო ნეგატიურ ემოციებს აღძრავს.
გამოკითხვა ივლისის ბოლოს რუსეთის 45 რეგიონის 130 დასახლებულ პუნქტში ჩატარდა და 1600 ადამიანი გამოიკითხა.
სააგენტოს ცნობით, სოციოლოგები აღნიშნავენ, რომ სიტუაციის განვითარების დინამიკა დადებითია. 2011 წელს საქართველოსადმი სიმპათიას რუსეთის მოქალაქეთა მხოლოდ 37 % ავლენდა, 2012 წელს კი 42 %.
მასალის გამოყენების პირობები