საკანონმდებლო ორგანოში რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ უმრავლესობისა და მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლების შეხვედრა დაიწყება.
ქუთაისში ფინანსთა, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებს ელოდებიან. უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ საუბარი შეეხება ბიუჯეტს, რეფორმებსა და იმ პრობლემებს, რაც შესაძლოა ქვეყანაში ეკონომიკური და ფინანსური კუთხით არსებობდეს.
დღესვე საპარლამენტო უმრავლესობას მთავარი პროკურორიც უნდა შეხვედროდა. განცხადება ამის შესახებ გუშინ გაკეთდა, თუმცა დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ არჩილ კბილაშვილი ქუთაისში აღარ ჩავა.
მასალის გამოყენების პირობები