საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას 50 წლის იუბილეს მოსამზადებლად სპეციალური ჯგუფი შეიქმნება.
ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დღეს პარლამენტის სხდომაზე განაცხცადა.
"გთავაზობთ, რომ შეიქმნას კომპაქტური სამუშაო ჯგუფი, რომელიც სექტემბრამდე მოიფიქრებს, თუ რა ფორმით და რა ღონისძიებებით აღინიშნოს ზურაბ ჟვანიას 50 წლის იუბილე დეკემბერში. გვქონდა კონსულტაციები "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებთან. მე გთავაზობთ, რომ შევქმნათ ჯგუფი, რომელშიც ვთხოვთ მონაწილეობას მიხეილ მაჭავარიანს, ხათუნა გოგორიშვილს, დავით ბერძენიშვილს, ირინა იმერლიშვილს, ზურაბ ტყემალაძეს, აპარატის ხელმძღვანელს ზურაბ მარაქველიძეს, ასევე, დავით ონოფრიშვილს აქვს სურვილი. ეს არ არის რაღაც დახურული ჯგუფი და სურვილი თუ აქვს ვინმეს, შეუძლია მონაწილეობა. მე გამოვცემ სათანადო აქტს, რომ ჯგუფი შეიქმნას და მოვამზადოთ ეს ღონისძიება", - განაცხადა უსუფაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები