ირაკლი ხახუბია ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატია
მმართველი პარტიის მაჟორიტარობის ერთ-ერთი კანდიდატი ფოთის ამჟამინდელი მაჟორიტარი ირაკლი ხახუბიაა.
ის გამარჯვებისთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ფოთის, ხობისა და სენაკის გაერთიანებულ ოლქში იბრძოლებს.
ხახუბიას კანდიდატურა რამდენიმე წუთის წინ კოჯორში გამართულ შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ აღმსასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ წარადგინა.
"ის არის წარმატებული მეწარმე, "ქართული ოცნების" ღირსეული წევრი, მან კარგად იცის რეგიონის საჭიროებებს და იქნება სამივე მუნიციპალიტეტის ინტერესების აქტიური დამცველი პარლამენტში", - თქვა მისი წარდგენისას კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები