Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/51536830gdfgdfgdfgdfgdfgdf.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
აგვისტოს ომთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილი მიმართვას ციხიდან ავრცელებს
2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშიერბით ვანო მერაბიშვილის განცხადება მის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა, რომელსაც რადიო “ათინათი" უცვლელად გთავაზობთ „5 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს იმ ტრაგიკული დღეებიდან, როდესაც ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთხელ მოუწია საკუთარი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლაში ჩაბმა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრილმა აგრესორმა მოახდინა ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი დევნილად აქცია, ქართულმა ჯარმა და პოლიციამ, ქართული საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით მოახერხა ქვეყნის დამოუკიდებლობის შენარჩუნება. ამ მძიმე დღეების 5 წლის თავზე მინდა გავიხსენო ის ვაჟკაცები, ქართველი გმირები, რომლებმაც სამშობლოს დასაცავად თავი გაწირეს და პატივი მივაგო მათ ხსოვნას. მინდა მხარდაჭერა და ნუგეში გამოვხატო მათი ოჯახის წევრების მიმართ. ჩვენი ვალია, რომ ყველანაირად შევუმსუბუქოთ მათ მშობლებს, მეუღლეებსა თუ შვილებს ის დიდი დანაკარგი რაც მათ განიცადეს. ჩვენი ვალია, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ის საქმე, რომლისთვისაც ამ გმირებმა თავი გაწირეს და არასოდეს არ დავუშვათ საქართველოს დამოუკიდებლობის და ჩვენი ხალხის თავისუფლების ხელყოფა. აქვე მინდა ჩემი მადლიერება გამოვხატო იმ პოლიციელების მიმართ, რომლებიც დღესაც, მსახურობენ რა ოკუპაციის ხაზზე მდებარე საგუშაგოებზე, დღისით თუ ღამით, ქარსა თუ წვიმაში, უშიშრად იცავენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მშვიდ ცხოვრებას“,-აღნიშნულია განცხადებაში განცხადებას თან ახლავს ფოტო , რომელსაც შემდეგი შინაარსის მინაწერი აქვს“ „ფოტო გადაღებულია 2012 წლის 8 აგვისტოს ზემო ნიქოზის საგუშაგოს მონახულების დროს“
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.