ბარაქ იბამამ 4 სექტემბერს ვლადიმირ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა , თუმცა, აშშ–ის პრეზიდენტი, პეტერბურგში „დიდი ოცეულის“ სამიტს მაინც დაესწრება. თეთრი სახლის მოკლე განცხადებაში ნათქვამია, რომ „დღის საერთო განრიგში უფრო მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევამდე შეხვედრის გადადება უფრო კონსტრუქციული იქნება ”.
ვაშინგტონში არ მალავენ იმედგაცრუებას იმის გამო, რომ რუსეთმა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილ თანამშრომელს ედვარდ სნოუდენს თავშესაფარი მისცა,თუმცა აღნიშნავენ, რომ სნოუდენის საქმე ხელს არ შეუშლის სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ორმხრივი დისკუსიების გამართვას, მათ შორის ისეთ მტკივნეულ თემებზე ,როგორიცაა სირია და ირანი. ექსპერტები თვლიან, რომ ამ საკითხების გარშემო არსებულმა აზრთა სხვადასხვაობამ ასევე მოახდინა გავლენა ბარაქ ობამას გადაწყვეტილებაზე.
ორმხრივ შეხვედრაზე ბარაქ ობამას უარმა კრემლის უკმაყოფილება გამოიწვია,რასაც მოჰყვა კომენტარები იმის შესახებ, რომ “ აშშ ჯერაც არაა მზად თანასწორუფლებიანი ურთიერთობისთვის”. ამასთან, მოსკოვმა აღნიშნა, რომ თეთრი სახლისთვის გაგზავნილი მოწვევა ძალაში რჩება.
http://ru.euronews.com/2013/08/08/us-russia-relations-reach-a-low-point-with-the-cancellation-of-the-moscow-summit/
მასალის გამოყენების პირობები