რა პერესპექტივები აქვს აფხაზებსა და ქართველებს შორის ურთიერთობების განვითარებას, ამ თემაზე ინტერვიუ აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა "რუსეთის ხმას" მისცა. "საქართველოსა და ჩვენს შორის არის საზღვარი, ჩვენ გვინდა მშვიდი ცხოვრება. ჩვენ არაერთხელ დავაყენეთ საკითხი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შესახებ ქართველ პოლიტიკოსებთან, ომს უნდა დავუსვათ წერტილი" განაცხადა ალექსანდრე ანქვაბმა. მისივე თქმით დადებითი იმპულსები თბილისიდან არ შეიმჩნევა. "ჩვენ ვფიქრობთ, რომ სხვა მომავალი ჩვენ არ გვაქვს, ჩვენ უკან დაბრუნების გზა არ გვაქვს" განაცხადა "რუსეთის ხმასთან" საუბრისას ალექსანდრე ანქვაბმა.
http://rus.ruvr.ru/2013_08_08/Aleksandr-Ankvab-Nado-postavit-tochku-v-avgustovskoj-vojne-2008-go-1183/
მასალის გამოყენების პირობები