„ევროპული საქართველოს“ ადგილობივი ორგანიზაციის თავმჯდომარე ბათლომე შელია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიის პროპორციულ სიაშია.
შელია ამომრჩევლებს, აქტივისტებსა და მხარდამჭერებს ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიგი უგულავამ წარუდგინა. მისი თქმით, პარლამენტში ზუგდიდიდან დამატებით კიდევ ერთი დეპუტატის ყოფნა ზუგდიდელებისთვის მეტ ყურადღებას ნიშნავს.
„ბათლომე მონაწილეობს ამ პარტიულ კონკურსში და არის ღია სიაში. მე არ ვმონაწილეობ ამ კონკურსში, ან გავხდები ან არ გავხდები პარლამენტარი. ორჯერ ორის ამოხაზვით შეგვიძლია ის, რომ ზუგდიდს ჰყავდეს ორი დეპუტატი, რაც ზუგდიდელებისთვის არის ნამატი, მეტი ყურადღება და რაც მთავარია დამატებითი ხმა გარდამტეხი ცვლილებებისთვის“, - აღნიშნა უგულავამ.
პარტიის რეგიონული ხელმძღვანელი და პარტიის ე.წ. ღია სიაში მყოფი ბათლომე შელია კი ამბობს, რომ „ევროპული საქართველოს“ მიერ შეთავაზებული მოდელი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ქართული პოლიტიკა, რადგან ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა, საკუთარი აქტივობებით მიაღწიონ წარმატებას.
„ეს არის ნათელი მაგალითი, როგორი უნდა იყოს ქართული პოლიტიკსი ხვალინდელი დღე. გიგისთან ერთად შევძლებ დავამარცხო ძალა, რომელიც, წლებია, ქვეყანას აჩერებს და ასევე, ძალა, რომელიც იბრძვის წარსულის ერთპიროვნული მმართველობაის დასაბრუნებლად. მე და გიგი ერთად შევძლებთ, რომ ზუგდიდის ინტერესები აქტიურად დავიცვათ მომავალ პარლამენტში“, - უთხრა ჟურნალისტებს შელიამ.
„ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილებით, მათ საპარლამენტო არცევნებისთვის ღია სია აქვთ დაპარლამენტში მოხვედრის მეტი შანსი იმ რეგიონული წარმომადგენლებს ექნებათ, რომლებიც საკუთარ ოლქებში საუკეთესო შედეგს აჩვენებენ.
მასალის გამოყენების პირობები