პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საპრეზიდენტო კანდიდატად უკვე ოფიციალურად დარეგისტრირდა. ინფორმაცია ამის შესახებ ცესკოს ვებგვერდზეა განთავსებული.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერისში გამარჯვებული კანდიდატი, წინასაარჩევნო კამპანიას უკვე ოფიციალურად კანდიდატის რანგში წარმართავს.
ამ დროისთვის, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, პრეზიდენტობის 33 კანდიდატია დარეგისტრირებული. შეგახსენებთ, რომ რეგისტრაციის გსავლელად, კანდიდატებმა 26 528 ამომრჩევლის ხელმოწერა უნდა წარადგინონ. პრეზიდენტობის მსურველებს ცესკოში განაცხადის შესატანად და დასარეგისტრირებლად ვადა 7 სექტემბრამდე აქვთ.
მასალის გამოყენების პირობები