საქართველოს რუსეთთან ურთიერთობაში არავითარი ბუფერები არ სჭირდება - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა `ამერიკის ხმის` კორესპონდენტ, ჯეიმს ბრუკთან ინტერვიუში განაცხადა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ის, რომ აფხაზეთი გამოიყენება, როგორც ბუფერი საქართველოსა და რუსეთს შორის და თუ მართლაც ამის მსგავსი არსებობს, ეს ილუზიაც უნდა დაიმსხვრეს.
`ჩვენ ახლო მეზობლური ურთიერთობები გვქონდა და ეს აუცილებლად უნდა აღვადგინოთ. რაც შეეხება ჩვენს აფხაზ ძმებს, რომლებთანაც ჩვენ ურთიერთობა აუცილებლად უნდა დავალაგოთ, ერთადერთი გზა არის მხოლოდ მეგობრული და მხოლოდ ძმური. არც ერთ შემთხვევაში, საუბრის დონეზეც კი, ძალა არ უნდა იყოს ნახსენები. ამისთვის ჩვენ სამართლებრივი, დემოკრატიული და ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო უნდა ავაშენოთ, გავუჩინოთ ინტერესი აფხაზებს ჩვენთან თანაცხოვრების და დავარწმუნოთ, რომ მათი პერსპექტივიდან გამომდინარე, ჩვენთან უკეთესია,” - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ”ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში
მასალის გამოყენების პირობები