Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/a23088.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/a23088.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/a23088.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/a23088.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
სოციალურად დაუცველთა ბაზაში ქუთაისელი "მილიონერიც" აღმოჩნდა
სოციალურად დაუცველთა ბაზაში ქუთაისელი "მილიონერიც" აღმოჩნდა, რომელიც სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას იღებდა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე სოციალური მომსახურების საგენტოს ხელმძღვანელმა ნოე ქინქლაძემ განაცხადა, მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვნილი იქნა ინდმეწარმეების 2012 წლის შემოსავლების (ბრუნვის) შესახებ ინფორმაცია, რომელიც შედარებულ იქნა საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების ბაზასთან, რის შემდეგადაც გაირკვა, რომ საარსებო შემწეობის მიმღები აღმოჩნდა 1402 პირი, სულ 1300 ოჯახი, რომლებიც ამავე 2012 წელს ეწეოდნენ სამეწარმეო საქმიანობას და მათი წლიური ბრუნვის მაჩვენებელი აღემატება იმ მინიმუმს რაც წესით უნდა ჰქონდეს სოციალურად დაუცველებს. ინფორმაციის თანახმად, ერთი ინდმეწარმის წლიური ბრუნვა ერთ მილიონ ლარზე მეტს აღემატებოდა; 4 ინდმეწარმის ფულადი ბრუნვა 500 000-დან 1 მილიონამდე ლარს შეადგენდა; სამი ინდმეწარმეს - 300 000 და 500 000 ლარამდე ჰქონდა, 4 ინდმეწარმეს - 250 000-დან 300 000 ლარამდე ბრუნვა; 7 ინდმეწარმეს - 200 000-დან 250 000 ლარამდე ბრუნვა; 4 ინდმეწარმეს წელიწადში 100 000-დან 200 000 ლარამდე ბრუნვა ჰქონდა, 88 ინდმეწარმეს - 50 000-დან 100 000 ლარამდე ბრუნვა და 1275 ინდმეწარმეს- წელიწადში 50 000 ლარამდე ბრუნვა ჰქონდა. როგორც პრესკონფერენციაზე ნოე ქინქლაძემ განაცხადა, ზემოაღნიშნულ ოჯახებს და ინდმეწარმეებს აგვისტოს თვიდან შეუჩერდებათ საარსებო შემწეობის გაცემა და უახლოეს პერიოდში განხორციელდება ამ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება. დახმარების შეუჩერებლობის შემთხვევაში აღნიშნულ ბენეფიციარებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან აგვისტოს თვეში არამიზნობრივად 304 274 ლარი დაიხარჯებოდა. "აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2012 წელს ამ ოჯახებზე ბიუჯეტიდან სააარსებო შემწეობის სახით უკვე გაიცა 1 167 356 ლარი. მსგავსი გადამოწმებები სოციალური მომსახურების სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურს შორის გასულ წლებში არ მომხდარა და აღნიშნული პროცესი 2012 წლიდან დაიწყო. რაც შეეხება აღნიშნულ დარღვევებს მის გამოსაკვლევად შესაბამისი ორგანოები დაკავდებიან", _ განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ნოე ქინქლაძემ. სოციალური მომსახურების სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურს შორის 2013 წლის იანვრიდან დაიწყო ინტენსიური თანამშრომლობა, რის საფუძველზეც, სააგენტოს ყოველთვიურად მოეწოდება ინფორმაცია, როგორც ფიზიკური პირების შემოსავლების, აგრეთვე ინდმეწარმეების ყოველწლიური ბრუნვის შესახებ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.