პოლიტიკა
საქართველოში მსოფლიოს ქართველთა წარმომადგენლობითი საბჭო იქმნება
მიხეილ სააკაშვილმა, დღეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს უმასპინძლა და მათ თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობები გადასცა.ქვეყნის პირველი პირის თქმით, თუ სხავდასხვა მიზეზის გამო უცხოეთში მცხოვრები ქართველები ვერ ახარხებენ ორმაგი მოქალაქეობის მიღებას, მაშინ ასეთ ადამიანებს აუცილებლად თანამემამულის მოწმობა უნდა დაურიგდეთ. მოწმობის მფლობელებს კანონით დადგენილი წესით საქართველოში ზოგადი და უმაღლესი განათლების მიღება შეეძლებათ. ასევე მათთვის ხელმისაწვდომი იქნება საჯარო და კერძო დასაქმება.სპორტულ შეჯიბრში საქართველოს სახელით მონაწილეობის მიღება და საქართველოს საზღვარის ვიზის გარეშე გადმოკვეთა. პრეზიდენტის განხადებით საქართველოს ფარგლებს გარეთ უფრო მეტი მრავალეთნიკური ქართველი ცხოვრობს ვიდრე შიგნით,ბოლო ხანებში კი საქართველოში მეტი ადამინი ბრუნდება, ვიდრე მიდის.პრეზიდენტის განცხადებით უახლოეს თვეებში საქართველოს თანამემამულეთა სრულიად მსოფლიოს ქართველთა წარმომადგენლობით საბჭოს აირჩევენ და ასამბლეა შეიქმნება. ასამბლეის შტაბბინა თბილისში განთავსდება. „ჩვენ ვხსნით საკვირაო სკოლებს ყველგან. ამ მხირვ ძალიან გვეხმარება საქართველოს ეკლესია. ჩვენ ყველგან ვაკეთებთ დიასპორების შეკრების ორგანიზებას. ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უახლოეს თვეებში, ამ თანამემამულეთა მოწმობის საფუძველზე ავირჩიოთ საქართველოს თანამემამულეთა სრულიად მსოფლიოს ქართველთა წარმომადგენლობითი საბჭო." - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.