პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ეროვნული ბანკის ახალი საკასო ცენტრი გახსნა
საქართველოს პრეზიდენტმა თბილისში ეროვნული ბანკის ახალი საკასო ცენტრი გახსნა. გახსნის ცერემონიალზე დამსწრე საზოგადოებას მან სიტყვით მიმართა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით იმისთვის, რომ ქვეყანა რეგიონული მნიშვნელობის ფინანსური ცენტრი გახდეს,მთავრობა სპეციალურ პროექტებს ამზადებს. "მომავალ წელს ბათუმში დიდი ფინანსური ცენტრის მშენებლობა იწყება და იქმნება ცათამბჯენები. ლაზიკაში კომერციულ ტრანზაქციებზე ბრიტანული სამართალი შემოვა. ძალიან დიდ ექსპერიმენტზე მივდივართ, იმისთვის, რომ მივიღოთ კომერციული ტრანზაქციების მაქსიმალური დაცულობა, პირველ რიგში ქართველი და რა თქმა უნდა, უცხოელი ინვესტორებისთვის", - განაცხადა პრეზიდენტმა. მიხელ სააკაშვილმა ასევე ყურადღება ქვეყანაში ეკონომიკური მაჩვენებლის ზრდაზე გაამახვილა და აღნიშნა რომ შარშანდელ, 7%–იან მაჩვენებელთან შედარებით, მიმდინარე წლის ბოლოსთვის ქვეყანას სულ მცირე 8%–იანი ეკონომიკური ზრდის მაჩევენბელი ექნება.ქვეყნის პირველი პირი საკრედიტო სისტემის დახვეწის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის, აუცილებელია დაბალპროცენტიანი სესხების დამკვიდრება. "პოსტსაბჭოთა სივრცეზე საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი საკასო ცენტრი აშენდა. ახალ საკასო ცენტრში დაინერგება ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობებთან დაკავშირებული ოპერაციების აღრიცხვისა და ცენტრალიზებული კონტროლის მაღალტექნოლოგიური პროგრამები. ის ტექნოლოგიური დანადგარები, რომლითაც ახალი საკასო ცენტრია აღჭურვილი, მინიმუმამდე ამცირებს მიმოქცევაში გაცვეთილი ან ყალბი ფულის ნიშნების არსებობის რისკებს"განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.