ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე სარეფერენდუმო საკითხი არ დაარეგისტრირა, - ამის შესახებ შესახებ ნათქვამია ცესკო-ს ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინფორმაციის თანახმად, გუშინ გამართულ სხდომაზე, კომისიის გადაწყვეტილებით, საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობას (ნანა კაკაბაძე, ტატიანა ხოხიაშვილი, ავთანდილ რეხვიაშვილი, გელა ნიკოლაიშვილი და გია ტაბლიაშვილი) და მათ მიერ შემოთავაზებულ სარეფერენდუმო საკითხს: "გსურთ თუ არა, რომ საქართველოში 2014 წელს ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები?" დიახ, არა" უარი ეთქვა რეგისტრაციაზე.
საინიციატივო ჯგუფის წევრმა, გელა ნიკოლაიშვილმა რამდენიმე დღის წინ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნის მიზეზი იყო ის, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები "არანორმალურ და არაორდინალურ გარემოში ჩატარდა".
"ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის დიდი გამარჯვება იყო, მაგრამ ნორმალურ ვითარებაში არ ჩატარებულა.
მასალის გამოყენების პირობები