პოლიტიკა
ზუგდიდში ახალი იუსტიციის სახლი აშენდება
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ზუგდიდში ახლი იუსტიციის სახლის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. იუსტიიციის სახლი ყოფილი საფეხბურთო სტადიონის ტერიტორიაზე 3200 კვადრატული მეტრის ფართობს მოიცავს. პროექტს ესპანური კომპანია „BCQ”-ს არქიტექტორთა ჯგუფი ანხორციელებს. მშენებლობა 12 თვეში დასრულდება. მასზე სხვადასხვა პერიოდში (100-300) ადამიანი დასაქმდება. როგროც ჟურნალისტებთან საუბრისას იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ განაცხა დაწესებულება არ იქნება ზუგდიდში უკვე არსებული იუსტიციის სახლის ანალოგი და მუნიციპალიტეტის მოსახლეობას განსხვავებულ სერვისებს შესთავაზებს. ახალ იუსტიციის სახლში 90 ადამიანი დასაქმდება და მის ბაზაზე „ლიდერთა სახლი“ იფუნქციონირებს. ქვეყნის პირველმა პირმა ყოფილი სტადიონის ტერიტორიაზე მიმდინარე სხვა სამუშაოებიც დაათვალიერა და აღნიშნა, რომ ამ მშენებლობების დასრულების შემდეგ ზუგდიდი იქნება,ევროპული ქალაქი. პრეზიდენტი მომავალ პროექტებსაც შეეხო და განაცხადა, რომ შემდეგი პროექტი რომელიც ზუგდიდში განხორციელდება ქალაქის წყლით მომარაგებასთან იქნება დაკავშირებული.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.