მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს ხალხთან აქტიური კონტაქტისკენ მოუწოდებს. აღნიშნული განხადება პრეზიდენტმმა ბათუმში გააკეთა. ის ბიძინა ივანიშვილს სთავაზობს, მოსახლეობას მასთან ერთად შეხვდეს და დაინტერესდეს მოქალაქეების პრობლემებით.
მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ პრემიერს ხალხთან კონტაქტი თითქმის არ აქვს და საჭიროა, რაც შეიძლება ხშირად შეხვდეს მათ.
მანამდე კი პრეზიდენტმა აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები ბათუმის პიაცაზე დაპატიჟა.
სააკაშვილმა ომის დროს დაღუპული ჯარისკაცების თავდადებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროგრესი, რომელსაც აგვისტოს ომის შემდეგ ქვეყანამ მიაღწია, ჯარისკაცების გმირობის გარეშე ვერ იქნებოდა მიღწეული.
მასალის გამოყენების პირობები