"ამომრჩეველთა ლიგა" დღეს "კარდაკარის" ალტერნატიულ პროექტს იწყებს. სიების შემოწმებასთან ერთად "ამომრჩეველთა ლიგა" კვალიფიციური კადრების მომზადებასაც გეგმავს, რომლებიც შემდგომში არჩევნებს დააკვირდებიან. "ამომრჩეველთა ლიგა" უნდობლობას უცხადებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ შექმნილ "ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიას". "სამართლიანი და პატიოსანი არჩევნების ჩატარება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია იმისათვის, რომ საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური პროცესები წარიმართოს. მოახლოებული არჩევნების სამართლიანად ჩატარებას გამართული სიები სჭირდება",–აცხადებენ ამომრჩეველთა ლიგის წარმომადგენლები.
მასალის გამოყენების პირობები