ჩვენ მხარს ვუჭერთ ნებისმიერი სარწმუნოების წარმომადგენლის თავისუფლებას, - ასე გამოეხმაურა ადიგენში განვითარებულ მოვლენებს დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი.
"ადიგენში მომხდარ მოვლენებს ჩვენ არ შევსწრებივართ, თუმცა მკაფიოდ ვაფიქსირებთ პოზიციას რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ ნებისმიერი სარწმუნოების წარმომადგენლის თავისუფლებას", - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის ელჩმა.
ალექსანდრა ჰოლ ჰოლის კომენტარი ადიგენში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა.
მასალის გამოყენების პირობები