ყოფილი პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, - ამის შესახებ მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ადვოკატი სასჯელაღსრულების სამინისტროს თხოვნით მიმართავს, რომ მერაბიშვილთან სამოქალაქო საავადმყოფოს ექიმების შეყვანა მოხდეს ან ახლობლებს მიეცეთ მერაბიშვილის სამოქალქო სექტორის საავადმყოფოში გადაყვანის უფლება.
როგორც ჩივიაშვილმა აღნიშნა, ვანო მერაბიშვილს გულთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და მიუხედავად იმისა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამედიცინო პერსონალი გამოკვლევებს და მკურნალობას აწარმოებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება.
ჩივიაშვილის თქმით, იგი სასჯელაღსრულების სამინისტროს წერილობითი განცხადებით დღეს მიმართავს.
"ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, მიუხედავად იმისა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამედიცინო პერსონალი დაკვირვებას აწარმოებს და ატარებს გამოკველევებს. ვთხოვთ სასჯელაღსრულების სამინისტროს, მოხდეს მერაბიშვილთან სამედიცინო სექტორის ექიმების შეყვანა და თუ ეს ვერ მოხერხდება, მოგეცეს შესაძლებლობა, რომ იგი სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გადავიყვანოთ სამკურნალოდ", _ განაცხადა ადვოკატმა.
მასალის გამოყენების პირობები