სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი ეთქვა. შესაბამისი გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე მიიღო.
ცესკო-ს ინფორმაციით, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის 11 პუნქტის თანახმად, "საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა".
"უარის თქმის საფუძველია კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი დებულებები - ა) საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" მე-2 მუხლის "ო" პუნქტის თანახმად, პასიური საარჩევნო უფლება არის საქართველოს მოქალაქის უფლება, კენჭი იყაროს საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოში ასარჩევად და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის დასაკავებლად.
ბ) ამავე კანონის მე-3 მუხლის "ა.ბ" პუნქტის თანახმად "პასიური საარჩევნო უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომლებიც აკმაყოფილებენ კოდექსით დადგენილ პირობებს, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით შეზღუდული აქვთ პასიური საარჩევნო უფლება", ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის 11 პუნქტის თანახმად, "საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა", - ნათქვამია ცესკო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირების თაობაზე ცესკო-ს გუშინ მიმართა.
მასალის გამოყენების პირობები