საქართველოს გზის“ ლიდერის სალომე ზურაბიშვილის სარჩელს საქალაქო სასამართლო განიხილავს. პროცესი ამ წუთებში იწყება და მას სალომე ზურაბიშვილთან ერთად „საქართველოს გზის“ წარმომადგენლები ესწრებიან.
სალომე ზურაბიშვილის ადვოკატის განცხადებით, მათი პოზიცია არის კონსტიტუციურად დასაბუთებული და თუ სასამართლო იქნება სამართლიანი, კვალიფიციური და მიუკერძოებელი, მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდება. როგორც ადვოკატმა განაცხადა, უარყოფით განაჩენის შემთხვევაში, ზურაბიშვილი სააპელაციო სასამართლოს მიმართავს.
3 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილს ცესკომ საპრეზიდენტო კანიდადატად დარეგისტრირებაზე უარი უთხრა და ის ამ ფაქტს ასაჩივრებს.
მასალის გამოყენების პირობები