საქართველოს პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის ლატვიაში ვიზიტი გრძელდება. დღეს ივანიშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს ლამბერტო ზანიესს შეხვდა. პრემიერის პრესცენტრის ცნობით, მხარეებმა საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების თემა განიხილეს.
შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლების მოწვევის საკითხი დააყენა. საუბარი ასევე შეეხო ეუთოს ფარგლებში საქართველოს თანამშრომლობის პრიორიტეტებს, მათ შორის ეუთოს სრულფასოვანი მისიის აღდგენას, ეუთოს მონაწილეობას ჟენევის საერთაშოპრისო მოლაპარაკებებში და ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ ვითარებას.
მასალის გამოყენების პირობები