Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/2F3C3B59-65FB-442A-B043-E99DCD8F39F3_mw1024_n_s.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
ვანო მერაბიშვილის ერთ-ერთი ექიმი განცხადებას ავრცელებს
სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, თერაპევტი და კარდიოლოგი შალვა პეტრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც შს ყოფილი მინისტრის ციხეში მონახულებისა და ექიმთა კონსილიუმის შესახებ საუბრობს: „გუშინ ვიყავი ე.წ. მატროსოვის ციხეში ბატონ ვანო მერაბიშვილთან კონსულტაციაზე, ინტერნისტ გრიგოლ ხურციძესთან ერთად. გავსინჯეთ პაციენტი, გავეცანით ისტორიას და გამოკვლევების მონაცემებს. თითქმის ყველა გამოკვლევა ჩატარებულია. კიდევ საჭიროებს რამდენიმე კვლევას, რომლებიც ალბათ უახლოეს დღეებში ჩაუტარდება. ტელეჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს მე აღვნიშნე, რომ გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ ამ ეტაპზე ახალი გამოკვლევის ჩატარება მას არ სჭირდება. როდესაც ვნახე ეს ინტერვიუ იქ რატომღაც ფრაზა - „გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ ამ ეტაპზე“ - იყო ამოღებული და გამოვიდა ისე, თითქოს მე ვთქვი, რომ მას გამოკვლევა საერთოდ არ სჭირდება. მე და გრიგოლ ხურციძე შევთანხმდით იმ კვლევებზე, რომლებიც მას უნდა ჩაუტარდეს, იმაზეც, რომ მას ამ ეტაპზე სტაციონარული მკურნალობა არ სჭირდება და ეს დავაფიქსირეთ კიდეც ისტორიაში. ვის დასჭირდა ის ფაქტი, რომ თითქოს მე იგნორირება გავუკეთე ბატონ ვანოს პრობლემებს და არ ჩავთვალე საჭიროდ არც ერთი გამოკვლევის ჩატარება ჩემთვის გაუგებარია. პირიქით მე დავუდგინე ერთ-ერთი დაავადება გულისა, რომლის შესახებ მან არაფერი არ იცოდა და არც სხვას არ ჩაუთვლია ეს პრობლემად. მაგრამ ამ მხრივ მდგომარეობა სტაბილურია და არც ეს საჭიროებს ამ ეტაპზე ინტერვენციას. მედიაში გავრცელდა, რომ მე ვიყავი ამ კონსილიუმზე საპატრიარქოს წარმომადგენელი და მისგან გაგზავნილი, არც ეს შეესაბამება სიმართლეს. ამ სიტუაციაში საპატრიარქო საერთოდ არ ფიგურირებდა და მე საპატრიარქოსთან მაკავშირებს მხოლოდ ის, რომ ვარ პატრიარქის ერთ-ერთი კარდიოლოგი და ჩემს თავს ვერასოდეს ვერ მივცემ იმის უფლებას, დავირქვა საპატრიარქოს წარმომადგენელი. რაც შეეხება ასევე იმას, რომ მე ვიყავი ვინმეს მხარე ამ კონსილიუმში, არც ეს არის ასე - მე არავის მხარეს არ წარმოვადგენდი. ვიყავი ჩემი და იმ პაციენტის მხარე ვისთვისაც იქ მივედი. ექიმისა და პაციენტის ურთიერთობაში, რა ხარისხის დამნაშავეც უნდა იყოს ის, მხარეობა არ არსებობს. ექიმი ყოველთვის არის პაციენტის ინტერესების დამცველი“, აღნიშნავს ექიმი პეტრიაშვილი.  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.