საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ესტონეთს ეწვევა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილი ესტონეთის პრეზიდენტ ტომას ჰენრიკ ილვესს და ესტონეთის პრემიერ-მინისტრ ანდრუს ანსიპს შეხვდება.
დაგეგმილია შეხვედრები ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან ენე ერგმასთან, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ურმას პაეტთან და ესტონეთის ეკონომიკისა და კომუნიკაციების მინისტრ იუჰან პარტსისთან.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი და საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია.
მასალის გამოყენების პირობები