დღეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 2012 წლის 25 მარტს დაკავებული კოალიცია „ქართული ოცნების“წევრის სერგო ჩაჩიბაიას დასკვნითი სასამართლო პროცესი გაიმართა ,სადაც დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოადგინა.მოსამართლე ნატრული აკობიას გადაწყვეტილებით,სერგო ჩაჩიბაიას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.როგორც სერგო ჩაჩიბაიას ადვოკატი შალვა შავგულიძე ამბობს,საქმის განხილვა იმთავითვე სერიოზული საპროცესო დარღვევებით,დაიწყო და არსამართლიანად დასრულდა.სერგო ჩაჩიბაია დამნაშავედ სცნეს მის მიერ წარდგენილ ორივე ბრალდებაში:პოლიციის მუშაკებისათვის წინააღმდეგობის გაწევა,რისთვისაც საჯელის სახით განისაზღვრა – სამი წელი და 6 თვე და ცივი იარაღის დანის უკანონო ტარებისათვის,სასჯელის სახით განისაზღვრა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი არის დაუსაბუთებელი და ის ეყრდნობა დაუშვებულ მტკიცებულებებს,აუცილებლად გასაჩივრდება სააპელაციო სასამართლოში –აცხადებს შავგულიძე.„განაჩენი აუცილებლად გასჩივრდება და ყველა ის პირი,ვისაც კი ბრალი მიუძღვის სერგო ჩაჩიბაიას საქმეში.ასევე შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ მოსამართლესა და პროკურორს რომლებიც შეგნებულად არასწორ გადსაწყვეტილებებს ღებულობენ.–ამბობს ადვოკატი
მასალის გამოყენების პირობები