ადგილზე გამნაღმველებმა მუშაობა დაასრულეს. ამასთან, შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა ტელეკომპანიის თანამშრომლებს შენობაში შესვლის ნება უკვე მისცეს.
"რუსთავი 2"-ში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ანონიმური ზარი საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ "112"-ში რამდენიმე საათის წინ შევიდა, რის შემდეგაც, არხის შენობიდან თანამშრომელთა ევაკუაცია განხორციელდა, თავად ტელევიზიის შენობას კი შემოწმება გამნაღმველებმა ჩაუტარეს.
მასალის გამოყენების პირობები