საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 10 სექტემბერს თურქეთის 936 მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გვერდის ავლით მიიღო.
აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ადასტურებენ. და აქვე აცხადებენ რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის პირველმა პირმა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გვერდის ავლით მიიღო. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილების შესახებ მათთვის გუშინ, მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც პრეზიდენტის კანცელარიიდან ოფიციალური წერილი მიიღეს.
მასალის გამოყენების პირობები