ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა მერის განცხადებას კენჭი უყარეს. თანამდებობიდან გადადგომის შესახებ დიმიტრი კოპალიანის განცხადებას ხმა 13-მა დეპუტატმა მისცა.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საკრებულოს თავმჯდომარეს ახალი მერის შერჩევის პროცესში დახმარება შესთავაზეს. საკრებულოს სხდომა ხმაურით დასრულდა.
ერთ-ერთმა მოქალაქემ, მრავალშვილიანმა დედამ საკრებულოს ფრაქცია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე კახა ნემსიწვერიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ქალაქის ღალატში დაადანაშაულა.
დღესვე დეპუტატები კონსულტაციებს დახურულ კარს მიღმა გააგრძელებენ და მერის მოვალეობის შემსრულებლის ვინაობას დღის ბოლომდე დაასახელებენ.
მასალის გამოყენების პირობები