პრეზიდენტობის კანდიდატებს დღეს ცესკო-ში მხარდამჭერთა სიების წარდგენის ვადა ეწურებათ.
ცესკო-ს სპიკერის, ეკა აზარიაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტობის მსურველებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 26 530 ხელმოწერა უნდა მიიტანონ. მისი თქმით, კანდიდატების მიერ წარდგენილი მხარდამჭერთა ხელმოწერები ათი დღის ვადაში გადაიხედება.
„ამის შემდეგ გახდება ცნობილი, საარჩევნო კამპანიაში პრეზიდენტობის რამდენი კანდიდატი ჩაერთვება“, - განაცხადა აზარიაშვილმა.
სპიკერის თქმით, ამ დროისთვის ცესკო-ში ოფიციალურაად 8 კანდიდატია დარეგისტრირებული.
საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისათვის განაცხადით ცესკოს სულ 54–მა მსურველმა მიმართა, მათგან 15–ს დარეგისტირებაზე უარი ეთქვა.
მასალის გამოყენების პირობები