ტელეკომპანია "მაესტროს" შენობის ნაწილი ევაკუირებულია, თუმცა თანამშრომლების ნაწილი 15:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვებისთვის მუშაობას ისევ აგრძელებს.
"მაესტროს" საინფორმაციო სამსახურის უფროსის ხატია ქვათაძის განცხადებით, საპატრულო პოლიციის წარმომადგნლებმა არხის თანამშრომლებს შენობის დაცლა მოსთხოვეს. მისივე თქმით, ტელეკომპანიაში, ჯერჯერობით, გამნაღმველები არ მისულან.
ხატია ქვათაძის ინფორმაციით, ტელეკომპანიის თანამშრომლების ნაწილი ამ დროისთვის, 15:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვების მომზადებას შეეცდება.
მასალის გამოყენების პირობები